ყველაზე უცნაური დინოზავრები ★ ტოპ ფაქტები ★

08/16/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
მოგესალმებით. ვიდეოში ათი ყველაზე უცნაური დინოზავრის შესახებ ვისაუბრებთ.
10. ბარიონიქსი - Baryonyx
ბარიონიქსები წაგრძელებული ცხენისებრი სახით გამოირჩევიან. საჩვენებელი თითის ადგილას ბარიონიქსებს ერთი გრძელი კლანჭი ჰქონდათ, რომელსაც ჩხუბის დროს იყენებდნენ. ვარაუდობენ, რომ ორ ფეხზე მოსიარულე ბარიონიქსები წყლის პირას ცხოვრობდნენ და თევზით იკვებებოდნენ.
9. ჩილეზავრი - Chilesaurus
როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, ჩილეზავრები ამჟამინდელი ჩილეს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ. ჩილეზავრი ორ ფეხზე დადიოდა და სხვა ორფეხიანი დინოზავრებისგან განსხვავებით, მცენარეებით იკვებებოდა. ეს თვისებები მას ევოლუციურ ანომალიად აქცევს.
8. კრიოლოფოზავრი - Cryolophosaurus
კრიოლოფოზავრი თავისებური ძვლოვანი წანაზარდით იბადებოდა, რაც ილუზიას ქმნიდა, რომ დინოზავრს თავზე გვირგვინი ან დიადემა ედგა. ამ ორფეხა დინოზავრის ნარჩენები ანტარქტიკაზე იპოვეს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევდა.
7. ლინჰენიკუსი - Linhenykus
ლინჰენიკუსები, წინა დინოზავრების მსგავსად, ორ ფეხზე დადიოდა. მისი უცნაურობა იმაში გამოიხატება, რომ ამ დინოზავრს ხელებზე მხოლოდ ერთი, წაწვეტებული თითი ჰქონდა, რომლის პრაქტიკული დანიშნულებაც დღემდე უცნობია. დინოზავრი იმდენად პატარა იყო, რომ ადამიანის ხელისგულზე დაეტეოდა.
6. იუტირანუსი - Yutyrannus
ტირანოზავრების წარმომადგენელი იუტირანუსი უკიდურესად სახიფათო დინოზავრი იყო, რომელიც სიგრძეში 9 მეტრს აჭარბებდა და მთელი სხეული პატარა, ნაზი ბუმბულებით ჰქონდა დაფარული. მისი ყველაზე დიდი აღმოჩენილი ეგზემპლარი სიცოცხლეში დაახლოებით ტონანახევარს იწონიდა.
5. პეგომასტაქს აფრიკანუსი - Pegomastax Africanus
ამ დინოზავრს ხშირად ამსგავსებენ თუთიყუშს, რომელსაც ბუმბულების დიდი ნაწილი მოშორებული აქვს. მას ერთდროულად პატარა ყბები, ნისკარტი და ეშვები ჰქონდა, ხოლო მისი თავის ქალის ზომა 15 სანტიმეტრს არ აღემატებოდა.
4. ეპიდექსიპტერიქსი - Epidexipteryx
ეს დინოზავრი ზომით დაახლოებით მტრედის ხელა იყო და საკმაოდ უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა. მოკლე ხელები გრძელი თითებითა და კლანჭებით და გიგანტური ბუმბულებით კუდზე. მართალია მას ფრენა არ შეეძლო, მაგრამ ბუმბულებს ტოტიდან ტოტზე ხტომისას წონასწორობის დასაცავად იყენებდა.
3. ლონგისკვამა - Longisquama
ლონგისკვამა 15 სანტიმეტრის სიგრძის დინოზავრი იყო, რომელიც მწერებით იკვებებოდა და ზურგზე რამდენიმე უზარმაზარი ბუმბული ჰქონდა. გიგანტურ ბუმბულებს ეს ხვლიკისებრი არსება სავარაუდოდ პარაშუტის მსგავსად იყენებდა ვარდნის შესანელებლად.
2. ტროოდონი - Troodon
ტროოდონი ხორცისმჭამელი დინოზავრების წარმომადგენელია, რომელსაც სხვადასხვაგვარი ფორმის წვეტიანი კბილები და სხეულის ზომასთან შედარებით ყველაზე დიდი ტვინი ჰქონდა დინოზავრებს შორის. დიდი ზომის თვალები მას სიბნელეში დანახვაში ეხმარებოდა. მეცნიერები თეორიულად უშვებენ, რომ ტროოდონს შესაძლოა ადამიანის დონის ინტელექტი ჰქონოდა.
1. თერიზინოზავრი - Therizinosaurus
თერიზინოზავრი სხვადასხვა დინოზავრების შემორჩენილი ზედმეტი ნაწილებისგან აწყობილ ცხოველს უფრო გავს, ვიდრე ნამდვილ დინოზავრს. ორ ფეხზე მოსიარულე და ბუმბულებით დაფარულ ამ დინოზავრს ყველაზე დიდი კლანჭები ჰქონდა, და მცენარეებით იკვებებოდა. მისი წონა 5 ტონას, ხოლო სიმაღლე - 3 მეტრს აჭარბებდა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
mogesalmebit. videoshi ati yvelaze ucnauri dinozavris shesaxeb visaubrebt.
10. barioniqsi
barioniqsebi wagrdzelebuli cxenisebri saxit gamoirchevian. sachvenebeli titis adgilas barioniqsebs erti grdzeli klanchi hqondat, romelsac chxubis dros iyenebdnen. varaudoben, rom or fexze mosiarule barioniqsebi wylis piras cxovrobdnen da tevzit ikvebebodnen.
9. chilezavri
rogorc saxelidanac mixvdebodit, chilezavrebi amJamindeli chiles teritoriaze binadrobdnen. chilezavri or fexze dadioda da sxva orfexiani dinozavrebisgan gansxvavebit, mcenareebit ikvebeboda. es tvisebebi mas evoluciur anomaliad aqcevs.
8. kriolofozavri
kriolofozavri taviseburi dzvlovani wanazardit ibadeboda, rac iluzias qmnida, rom dinozavrs tavze gvirgvini an diadema edga. am orfexa dinozavris narchenebi antarqtikaze ipoves. misi sigrdze 6 metrs aRwevda.
7. linhenikusi
6. iutiranusi
5. pegomastaqs afrikanusi
4. epideqsipteriqsi
3. longiskvama
2. troodoni
1. terizinozavri

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან