კანალიზაციაში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთები

02/25/2018
bii hehe-ის მიერ

მეორე არხი : https://goo.gl/yc38UV

ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV

როგორც რეალობა გვიჩვენებს, კანალიზაციაში შეიძლება შეგხვდეთ ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც სხვადასხვა გზებით მოხვდენენ იქ.

ლეგენდები იმაზე, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ცივილიზაციის ჩამდინარე წყლებში, მსოფლიოს აღელვებს უკვე არაერთი ათწლეულია. ქალაქის სიღრმეებში აღმოჩენილი
საოცრებები, ეჭვების ცეცხლზე კიდევ უფრო ასხავს ნავთს. კანალიზაცია, ადამიანის ცხოვრების არასასიამოვნო მხარეს წარმოადგენს.

ალიგატორი

2006 წელს ტეხასში აღმოჩენილი იქნა 600 კგ-იანი 1 მ. სიგანის ალიგატორი. ის გაჭედილი იყო საკანალიზციო მილში. ალიგატორი იმდენად დიდი იყო, რომ მილის შიგნით განძრევაც კი არ შეეძლო.
დინოზავრი

ეს გაქვავებული დინოზავრი დაახლოებით 70 მილიონი წლისაა. 2010 წელს ის ნახეს საკანალიზაციო გვირაბში კანადაში. მოგვიანებით, ალბერტის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა დაადასტურა, რომ დინოზავრის გაქვავებული ძვალი ეკუთვნოდა ტირანოზავრის შორეულ ნათესავს.
ბალახი

შტატ ვაშინგტონში მავანმა, სავარაუდოდ, იჩქარა რა მაკომპრომეტირებელის უტილიზრება, მცენარის თესლი ჩარეცხა უნიტაზში. ის, რაც შემდეგ მოხდა, თითქმის დაუჯერებელია_ თესლი კანალიზაციის შიგნით გაღვივდა და გაიზარდა.
ძროხა
ფიჯის არქიპელაგზე კანალიზაციის ჭაში აღმოაჩინეს ძროხა.
ბავშვი
ჩინეთში 2013 წელს კანალიზაციის მილში გაჭედილი ახალშობილი იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ჩვილის 22 წლის დედა წავიდა ტუალეტში მაშინ, როდესაც ტკივილი იგრძნო მუცელში, შემდეგ კი ბავშვი ჩასრიალდა კანალიზაციის მილში და მან
ვერ შეძლო გადარჩენა. ბავშვი სასწაულის წყალობით გადარჩა მხოლოდ.
ცხიმის გიგანტური საცობი

2014 წელს ლონდონის დასვლეთ ნაწილში 80 მეტრ სიმაღლეზე ნაპოვნი იქნა ბოინგ-
747 -ის ზომის \"fatberg\". Fatberg შედგება ცხელი თხევადი საკვები ზეთისგან,
რომელიც ჩაედინება კანალიზაციაში. როცა ცხელი ზეთი კანალიზაციის ცივ წყალში ხვდება, ცხიმი მყარდება.
ოქრო

ძნელი წარმოსადგენია, რომ კანალიზაციის წყლები შეიძლება არც ისე ამაზრზენი იყოს. ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით საკანალიზაციო ობიექტის დამთვალიერებლებმა, სხვაგვარად ჩათვალეს. 2009 წელს იაპონიის ქალაქის კანალიზაციაში აღმოაჩინეს რამდენიმე კილოგრამი ოქრო.
ლეკვები

ტაილანდში, გაიგონა რა მამაკაცმა პატარა ლეკვების ყეფის ხმა, დაუყოვნებლივ საშველად გაემართა. მან ადამიანის ფეკალიებით სავსე კანალიზაციაში თითქმის 100 მეტრი იხოხა და გადაარჩინა საყვარელი ლეკვები.
ხელყუმბარა

ლონდონის ცენტრთან ახლოს კანალიზაციაში აღმოაჩინეს ხელყუმბარა. ინჟინერმა,
რომელიც ხელმძღვანელობდა ლონდონის კანალიზაციის სამსახურის ჯგუფს, იპოვა რა ხელყუმბარა, მოგვიანებით მიმართა პოლიციას. პოლიციელმა უპასუხა, რომ მას სინამდვილეში საერთოდ არ აინტერესებს, როგორ მოხვდა ხელყუმბარა კანალიზაციაში.

მინი კუპერი

ავტომანქანა მინი კუპერის ნახევარი ნაპოვნი იქნა გაჭედილი ლონდონის საკანალიზაციო
მილში. ვერავინ ვერ მიხვდა იქ როგორ აღმოჩნდა მანქანის ნაწილი.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია არხის შესახებ :
ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ.
დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
რატომ ქვია არხს ბილი ?
ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ

ვიდეოები „bii hehe"-ისგან