მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი გამოგონებები ★ ტოპ ფაქტები ★

03/31/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
მეოცე საუკუნე კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების სიმრავლით გამოირჩევა და ძნელია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ათეულის ამორჩევა, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში ზუსტად ამის გაკეთებას შევეცდებით.
10. ბირთვული ენერგია
მეოცე საუკუნისთვის ბირთვული ენერგია იგივე იყო, რაც მეცხრამეტე საუკუნისთვის - ორთქლის ენერგია. უეცრად კაცობრიობას ენერგიის ახალი წყარო გამოუჩნდა, რომელიც გარემოს არ აბინძურებდა, ეფექტური იყო და პრაქტიკულად არასდროს გამოილეოდა, თუმცა ადამიანური დაუდევრობის წყალობით ორპირა ხანჯლად გადაიქცა და მიუხედავად მავნე გამონაბოლქვის არარსებობისა, მთელი რეგიონები და ქალაქები გადააქცია რადიოაქტიურ, უკაცრიელ ნასახლარებად. მიუხედავად ამისა, ძნელია ბირთვული ენერგიის ჯამური დადებითი მხარეებისა და მისი სიიაფის უარყოფა, სხვა საკითხია რამდენად მზადაა კაცობრიობა მის გამოსაყენებლად.
9. პერსონალური კომპიუტერი
ძნელია სამყაროს კომპიუტერების გარეშე წარმოდგენა. ზოგადად კომპიუტერი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული არსებობს, მაგრამ მაშინდელი აპარატები უძვირესი, მოუხერხებელი მანქანები იყო, რომლებსაც მთელი ოთახები ეკავა. 1970-იანი წლების შუაში ჯობსისა და ვოზნიაკის წყალობით სიტუაცია შეიცვალა და კომპიუტერი დღეს-დღეობით ყველანაირ სიტუაციაში აუცილებლობას, ბევრისთვის კი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. კომპიუტერები გამოიყენება ყველაფერში: ფინანსების სამართავად, წიგნების საწერად, დიზაინში თუ უძრავი ქონებით ვაჭრობაში. PC-მ აგრეთვე ტელევიზიის ჩანაცვლებაც დაიწყო და ბევრისთვის ფილმების და სერიალების ყურებისა და მუსიკის მოსმენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.
8. თვითმფრინავი
ისევე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში დააპატარავა დედამიწა მატარებელმა, თვითმფრინავმა ის კიდევ უფრო შეამცირა. მანძილი, რომლის დასაფარადაც ადრე რამდენიმეთვიანი მოგზაურობა იყო საჭორო, თვითმფრინავის საშუალებით რამდენიმე საათში იფარება. გარდა ამისა, თვითმფრინავს სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებენ, მაგალითად მოსავლის შესაწამლად, სასწრაფო ამანათების გადასაზიდად, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ა.შ.
7. ავტომობილი
ავტომობილი პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა მისი ფართო გამოყენება მხოლოდ მეოცე საუკუნეში დაიწყეს. ჰენრი ფორდის მოდელი T პირველი ავტომობილი გახდა, რომელიც ფართო მასებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მანამდე კი მანქანის ყოლა წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. ავტომობილის შემოსვლასთან ერთად მიწით დაფარული გზები და ქვაფენილები ასფალტმა შეცვალა, ცხენები და კარეტები კი გადაადგილების მოძველებულ და ნელ საშუალებად იქცა. რევოლუცია განიცადა ვაჭრობამაც, რადგან მანამდე ძნელად ხელმისაწვდომი ნივთები და პროდუქცია ახალ ტერიტორიებზე შეიტანეს.
6. რაკეტები
პირველი რაკეტები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში გამოიგონეს, მაგრამ მეოცე საუკუნეში მათი ზომა და სიმძლავრე ბევრად გაიზარდა. თუმცა სიმძლავრეზე უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ შესაძლებელი გახდა მათი მართვა. რაკეტების გამოყენება დაიწყეს საომარ მოქმედებებში, ასევე კოსმოსის დასაპყრობად. გარდა იმისა, რომ რაკეტების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მთვარის, ან მზის სისტემის პლანეტების მონახულება, არ გვექნებოდა ხელოვნური თანამგზავრებიც, შესაბამისად - ჯიპიესი, ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზი და საერთაშორისო ზარებიც კი.
5. წყალქვეშა ნავი
მართალია პირველი სუბმარინები მეოცე საუკუნემდე ბევრად ადრე გამოჩნდა, მაგრამ პირველი თანამედროვე წყალქვეშა ნავების გამოყენება მეოცე საუკუნეში დაიწყეს. ის, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს მოუხერხებელი, მაგრამ მაინც სასიკვდილო იარაღი იყო, მეორე მსოფლიო ომისთვის ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. საზღვაო ბრძოლა მომენტალურად შეიცვალა, წყალქვეშა ნავის ყოლა კი ყველა საზღვაო ფლოტისთვის აუცილებელი გახდა, ბირთვული ენერგიის გამოჩენასთან ერთად წყალქვეშა ნავების გადაადგილების მანძილი პრაქტიკულად უსასრულობამდე გაიზარდა.
4. ანტიბიოტიკები
3. ???
2. ???
1. ???
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან