თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლის გახდა

08.02.2022 02:33

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დღეს 104 წლის გახდა. 1900 წელს აგებული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, 18 წლის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, კავკასიაში პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი - ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. იდეის მხარდასაჭერად 1918 წელს სახალხო მოძრაობა დაიწყო, შეიქმნა უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. თბილისის უნივერსიტეტის ისტორიაზე მე-20 საუკუნის საქართველოში განვითარებული პროცესები აისახებოდა. მისი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი რექტორობიდანაც კი გადააყენეს. 1989 წელს, უნივერსიტეტს, მისი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს იუბილეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. „საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. იგი ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, არამედ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას. დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვა დიდ მამულიშვილთა ღვაწლს. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედა-უნივერსიტეტს მიუძღვნა. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, სტუდენტსა და თანამშრომელს. მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს“- ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი დღეს 104 წლის გახდა
12:34

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტ...

TV IMEDI

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლისაა
07:40

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლისაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროფ. ევერტ ვან დერ ცვეერდე:ლექცია 3– „‚ოფიციალური მარქსიზმი‘ – წინააღმდეგობა ტერმინებში? ნაწილი II“
02:33:33

პროფ. ევერტ ვან დერ ცვეერდე:ლექცია 3– „‚ოფიციალური მარქსიზმი...

Ilia State University

დროის მენეჯმენტი და წარმატების დაგეგმვა - არჩილ გამზარდია
31:16

დროის მენეჯმენტი და წარმატების დაგეგმვა - არჩილ გამზარდია

შენთვის I ForYou

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა
01:44

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის სამაგისტ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

104  წელი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან
05:45

104 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო...

Trialeti TV

#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონი - პირველი ფინალისტის დადგენის დრო! „შავი მამბა“ VS „ანკალაგონი“
42:59

#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონი - პირველი ფინალისტის დადგენი...

#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონის ფინალი! „შავი მამბა“ VS „ექსელი“
49:07

#წიგნებისთარო სტუდენტური სეზონის ფინალი! „შავი მამბა“ VS „ექ...

ყველა ვიდეო