(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 66-67)
მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარი. ჩართვა
შემიფუთეთ. გვამი გვამია. თვალი არ მოხვდეს.
თვალი წყალმა. წყლისფერმა წყალმა. წყალმა ქვების,
ნიჟარების გამომძერწავმა უკვე დალია. ჩაიარა.
ატლასებში შემიხვიეთ. მაინც და მაინც.
ატლასებში. იფიქროს ვინმემ
შიგნითაც ასე ბევრათასი. ასე მთელია
(როგორც ჯერ ისევ. ფიჭვისფერი ფიჭვის სასახლე.
ნაწვიმარზე გამრავლებული მღრღნელებით და ფიჭვის სურნელით.
მერე და მერე).
პანაშვიდებზე მოიწვიეთ კმაყოფილები:
ცნობისმოყვარე გულისფანცქალს შევაგებო ბრმა მდუმარება.
და სიხარულს სიხარულის ცრემლი მოვწმინდო.
წავიყოლო ყვავილივით მქრქალი გზისკენ. ასევე მკრთალი.
შემაგროვეთ ყველა ფერფლი. ალის ნარჩენი.
ერთად და ერთხელ. და ერთხელ მაინც
შემარიეთ მსუბუქად ისე
როგორც უწონო აქროლადი
ქართან ფოთოლი.
სადაც და სადაც.
სიკვდილს ბნელი კი არადა უჩრდილო ფრთა აქვს.
ენა მუნჯი კი არადა დაუნჯებული მარგალიტია
ვარდისფერი და უმეტყველოდ (შე)მკრთალ მარჯანს შეფარებული.
შეყინული კი არადა შემონახული
მიკრობია ძარღვების კვალში გასაღივებლად გადარჩენილი
მემკვიდრეობა:
გადამიცვალეთ მდელოსფერი თავთავისფერში. დრო გასულია.
ცოტა პასტელით. ცოტა ზეთით. ცოტა ტყუილით.
ცოტა და ცოტა
უდარდელობის ამ ცვლილებით
რასაც ვერ ეტყვი გარდაცვალებას.
გადამიცვალეთ ფერისცვალებად ნათლისღება.
ვიდრე და ვიდრე
თავს მახსენებს უპირველეს გამოხედვაში.
რაც თუ გახსოვს და რაც თუ მახსოვს
ბევრჯერნანახი იმ სიზმარივით:
ჩართულია განთიადი. მზეში შევდიგარ.
20.07.08.
ტექსტი: https://www.facebook.com/darejan.sumb...
ჩემი გვერდრი: • Video