MOE: სამინისტროში საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებს შეხვდნენ

19.07.2013 01:18

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო დონორების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელითა და ავსტრიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან სატყეო სექტორში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად. დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: • ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება • ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება • ტყეების მდგრადი მართვა • ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან • ტყეების მართვა და კანონმდებლობა • განათლება და მეცნიერება • საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სამინისტროში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
01:34

MOE: სამინისტროში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
01:17

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ორ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
01:12

MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE ფარგლებში
01:20

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის მონიტორინგზე მსჯელობა გაიმართა
01:10

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ტყის მონიტორინგის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
01:13

MOE: ტყის მონიტორინგის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა დამოუკიდებელ სატყეო ექსპერტებთან ტყის მონიტორინგის საკითხებზე
01:10

MOE: შეხვედრა დამოუკიდებელ სატყეო ექსპერტებთან ტყის მონიტორი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
00:55

MOE: საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო