MOE: სამინისტროში საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებს შეხვდნენ
07/19/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო დონორების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელითა და ავსტრიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან სატყეო სექტორში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.
აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად.
დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია:
• ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება
• ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება
• ტყეების მდგრადი მართვა
• ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან
• ტყეების მართვა და კანონმდებლობა
• განათლება და მეცნიერება
• საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.