უცნაური და საინტერესო ფაქტები დედამიწის შესახებ ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- ვიდეოში გაგაცნობთ 10 საოცარ და საინტერესო ფაქტს დედამიწის შესახებ. 10. დედამიწის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული. ჩვენი პლანეტის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული და ოკეანეების მხოლოდ 10%-ა მეტ-ნაკლებად შესწავლილი. გამოკვლეულ 10%-ში ცოცხალი ორგანიზმების 200 000 სახეობაა აღმოჩენილი და ძნელი წარმოსადგენია, თუ რა იმალება დანარჩენ 90%-ში. 9. დედამიწას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს. მუდმივი ტრიალის გამო ის ეკვატორის გაყოლებაზე უფრო ამობურცულია, რაც პლანეტას ოვალურ ფორმას აძლევს. 8. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1960 წლის 22 მაისს დაფიქსირდა ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ვალდივიაში. მას ჩილეს დიდი მიწისძვრა შეარქვეს. მიწისძვრის მაგნიტუდამ 9.5 ბალი შეადგინა და 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დღემდე არაა ცნობილი, ვარაუდობენ, რომ ბიძგებისა და ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი 1000-დან 6000-მდე მერყეობს. 7. დედამიწაზე არსებული ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმი კალიფორნიაში მდებარე ფიჭვია. ვარაუდობენ, რომ ის 5067 წლისაა. ფიჭვს სახელი არ გააჩნია. იმავე სახეობის წარმომადგენელ უფრო ახალგაზრდა ხეს, რომელიც სულ რაღაც 4850 წლისაა, მათუსალა შეარქვეს. 6. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის სრულად დადნობის შემთხვევაში წყლის დონე 60 მეტრით მოიმატებს. სხვათა შორის, ანტარქტიდაზე ყველაზე მეტი მეტეორია ნაპოვნი. 5. დედამიწაზე მდუღარე მდინარეები არსებობს. პერუს ჯუნგლებში სპეციალურად არჩეული შამანები 6 კილომეტრის სიგრძის მდინარეს უვლიან და დარაჯობენ, რომელშიც წყლის ტემპერატურა 91 გრადუსს აღწევს. 4. დედამიწაზე 30-მდე უდაბნოა, რომლებშიც ქვიშის დიუნები მღერიან. დიუნის სიმღერა თავისებურ ზუზუნს ეწოდება, რომელიც რაღაც საშუალოა ფუტკრების ზუზუნსა და ბერების რიტმულ გალობას შორის. 3. იმ ფაქტის წყალობით, რომ დედამიწა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მძიმე ელემენტებს, ტყვიას და ურანს შეიცავს, ჩვენი პლანეტა მზის სისტემაში ყველაზე მკვრივი პლანეტაა. ამის დამსახურებაა ის, რომ მზის სისტემაში არსებულ პლანეტებსა და მთვარეებს შორის დედამიწაზე ყველაზე მაღალი ზედაპირული გრავიტაციაა. 2. დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ყოველღამე კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი ხდება. ვენესუელაში, სადაც მდინარე კატატუმბო მარაკიმბოს ტბაში ჩაედინება, ყოველღამე რამდენიმესაათიანი კოკისპირული წვიმისა და 30-მდე მეხის ნახვაა შესაძლებელი. 1. დედამიწა ყოველწლიურად 40 000 ტონამდე კოსმიური მტვრით იფარება. მტვერი ჟანგბადის, რკინის, ნახშირბადისა და სხვა ელემენტებისგან შედგება. შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა ვარსკვლავური მტვრითაა დაფარული. ---------- ჩვენი ფლეილისტები: ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქ...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
10 მცდარი მითი, რომლისაც ადამიანებს სჯერათ ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
10 ყველაზე გავრცელებული და მცდარი წარმოდგენა გალაქტიკაზე
ELL Channel
დედამიწის 10 მისტიური ადგილი რომელიც დღემდე იდუმალებას ინარჩ...
ELL Channel
10 ყველაზე საშიში მორიელი მსოფლიოში
ELL Channel
5 ფაქტი რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას ძველ სამყაროზე ნა...
ELL Channel
კოსმონავტი ტაძარზე - 5 საიდუმლო დეტალი ცნობილ არქიტექტურულ ძ...
bii hehe
დღე, როცა გრავიტაციის მოქმედება შენელდა
bii hehe
5 ცხოველი,რომელმაც ადამიანი გადაარჩინა
bii hehe