ძნელი სათქმელია, ამ ისტორიის რომელი ნაწილია საუკეთესო: ხუმრობის მოყვარული ბრიტანელი მეცნიერი, გულუბრყვილო მოსახლეობა თუ ის ფაქტი, რომ ადამიანები ამას დღემდე იჯერებენ.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV
წყარო : charlius.com

ინგლისელმა ასტრონომმა პატრიკ მურმა 1976 წლის 1-ლ აპრილს რადიოსადგურ BBC Radio 2-ის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ იმ დღეს, დილის 9:47 სთ-ზე ადგილი ექნებოდა უიშვიათეს მოვლენას: პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან აღმოჩნდებოდა და დედამიწასთან ერთად ერთ ხაზზე განლაგდებოდნენ. ეს იშვიათი წყობა შედეგად იმას მოიტანდა, რომ ორი პლანეტის გრავიტაციული ძალა გაერთიანდებოდა და დედამიწის გრავიტაციაზე მოახდენდა გავლენას, ამიტომ ადამიანები დროებით წონაში დაიკლებდნენ. მურმა ამას „იოვურ-პლუტონური გრავიტაციული ეფექტი” უწოდა.მურმა მსმენელებს ამცნო, რომ ამ ფენომენს შეიგრძნობდნენ, თუკი პლანეტების განლაგების კონკრეტულ მომენტში ჰაერში ახტებოდნენ. თუ ასე მოიქცეოდნენ, ის იძლეოდა პირობას, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ტივტივის მსგავს უცნაურ შეგრძნებას გამოცდიდნენ.9:47 სთ-ზე მურმა გამოაცხადა: „ახტით!”ერთი წუთის შემდეგ BBC-ის ეთერში ასობით ადამიანი რეკავდა იმის შესატყობინებლად, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა!ჰოლანდიელი ქალი უტრეხტიდან ამბობდა, რომ ის და მისი ქმარი ერთად ლივლივებდნენ ოთახში. სხვა მსმენელი აცხადებდა, რომ 11 მეგობართან ერთად მაგიდასთან იჯდა, როცა ყველა მათგანმა, მაგიდის ჩათვლით, ზემოთ აიწია.მაგრამ ყველა არ იყო ასეთი გახარებული. ერთმა გაბრაზებულმა მსმენელმა დაიჩივლა, რომ სწრაფი ახტომის გამო თავი ჭერს აარტყა და ასანაზღაურებლად კომპენსაციას ითხოვდა.მურის განცხადება, რა თქმა უნდა, საპირველაპრილო ხუმრობა გახლდათ. ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საპირველაპრილო ტყუილად იქცა მეოცე საუკუნეში. თუმცა მურის განზრახვა მხოლოდ ხუმრობა არ ყოფილა. მან ერთგვარი პაროდია გაუკეთა ფსევდომეცნიერულ თეორიას, რომელიც პოპულარული გახდა ჯონ გრიბინისა და სტივენ ფლაგმანის წიგნით, სახელად „იუპიტერის ეფექტი”.1974 წელს გამოშვებული ეს ბესტსელერი აღწერს იშვიათ ფენომენს, რომელიც 179 წელში ერთხელ ხდება და ყველა პლანეტის ერთ ხაზზე განლაგებით გამოიხატება. მას ადგილი ექნება 1982 წელს (რაც მართლაც მოხდა) და ჩვენს პლანეტას მოუტანს გამანადგურებელ შედეგებს, დაწყებული მასიური მიწისძვრებიდან დამთავრებული მიქცევ-მოქცევებითა და სანაპიროების განადგურებით. ლოს-ანჯელესი ოკეანეში ჩაიძირებოდა, მზე უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებდა და ენერგეტიკული ნაწილაკების შემოსევა წარმოშობდა ძლიერ ქარებს, რაც დედამიწის ბრუნვის ტემპს დააჩქარებდა, საბოლოოდ კი პლანეტა მოისპობოდა. რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამებოდა, მაგრამ რადგან ავტორები პატივცემული მეცნიერები იყვნენ, ხალხი აღელდა.BBC 2-ის საპირველაპრილო ხუმრობა მიზნად ისახავდა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რამდენად სულელური იყო ეს იდეა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მური ბრწყინვალე ასტრონომი იყო, ის არც ისე კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას. 1979 წელს იუპიტერის ეფექტი ჯერ კიდევ ითვლებოდა მეცნიერულ წინასწარმეტყველებად, ხოლო როცა 1982 წელს მზის ნაწილაკებით დედამიწის დაბომბვა არ მოხდა, წიგნის ავტორები სიქველში „იუპიტერის ეფექტის გადასინჯვა” შეეცადნენ, თეორია ისე შეეცვალათ, რომ წარსულის მოვლენებს მისადაგებოდა.მური რომ დღესაც ცოცხალი ყოფილიყო (გარდაიცვალა 2012 წლის დეკემბერში), ალბათ გაოცდებოდა, რომ ეს ხუმრობა ზოგს დღემდე მართალი ჰგონია. რამდენიმე წლისის წინ ინტერნეტით გავრცელდა ჭორები, რომ 2014 წლის 4 იანვარს ცოტა ხნით გრავიტაცია არ იმოქმედებდა. შეგეძლებოდათ ჰაერში ახტომა და 5 წუთით ჰაერში ტივტივი, სანამ გრავიტაცია არ მიხვდებოდა, რომ დაბრუნების დრო იყო.ნულოვანი გრავიტაციის შესახებ ჭორი სწრაფად გავრცელდა და უამრავი ადამიანი დააჯერა მის სიმართლეში, ბევრი მათგანი ცდილობდა გაერკვია, მისი დროით რომელ საათზე მოხდებოდა ეს. მაგრამ ცხადია, ისევე არ განხორციელდა, როგორც 1976 წელს.ეს ჭორი რომ მეცნიერულ ჭრილში განვიხილოთ, იუპიტერი ნამდვილად ძალიან მასიური პლანეტაა. მისი წონა მზის სისტემის დანარჩენი პლანეტების ჯამურ მასას 2.5-ჯერ აღემატება. პლუტონი კი ძალიან პატარაა და იმდენად შორეული, რომ მხოლოდ 1930 წელს აღმოაჩინეს. ხოლო 2006 წელს სრულყოფილი პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა და ჯუჯას სტატუსი მიენიჭა.იუპიტერის მასიურობის მიუხედავად, ის დედამიწისგან შორსაა. ყველაზე ახლო დისტანციაზეც კი, რომელიც 600 მილიონ კმ-ს შეადგენს, მისი გრავიტაციული გავლენა 100 კგ-იან ადამიანზე იქნება 0.00013 ნიუტონი. სწორედ ასეთი გავლენა აქვს ნახევარი მეტრის მოშორებით მდებარე მსუბუქ ავტომობილს. ანალოგიური გათვლებით, პლუტონის გრავიტაციული გავლენა ადამიანზე ექვივალენტურია 100 მეტრის მოშორებით მდებარე მარმარილოს ბურთულისა. აქედან გამომდინარე, ამ პლანეტების ძალა ზედმეტად მცირეა საიმისოდ, რომ ადამიანის წონა მნიშვნელოვნად შეამციროს ან ჰაერში ნორმაზე დიდხანს გააჩეროს.