დარეჯან სუმბაძე. 15. წითელი ვენახი არლში

09/08/2015
Dare Sumbadze-ის მიერ

(,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 118)

წითელი ვენახი არლში

მარიამ, უფალი შენთანა!
ღვთისმშობლისადმი

ამბობ და თუ არ ღირს. თვალსაც ნუ უხუჭავ
ცეცხლს. და თუა ცეცხლი დაგწვავს და იალებს.
შენ ამბობ: სამყაროს. სამყაროს რა უჭირს
სიკვდილი ადგა და ირგვლივ დაგტრიალებს.
და შემოწყრომიათ ღმერთი და გამჩენი
მოედანს შერჩენილ შეშლილებს და გიჟებს.
როცა დაგტოვებენ და მარტო დარჩები
იმედად თავის და შემოიპატიჟებ
უსასოობაში თუ სასოს ძებნაში
რაკი უჭერობას სიტყვები დახურე
რაკი შემოვიდა სიკვდილიც შენს სახლში
ვერ ესამკაულა გამქრალ ყურს საყურედ.
და თუკი ოდესმე გამო ხვალ გისოსებს
აქეთ. და ოთახსაც სამხრეთის მზე ადგას
რაღაცის: ჯადოს- თუ -ქრის გამოისობით
ფერიდან ფერს წვდები. მზერიდან მზერას და
სულიდან სულს. აქაც და იქაც ებნევი
და ქროლვით და ლტოლვით წვეთი-წვეთს აგივსებს
და მეტი და მეტი სინათლის ძებნისას
შავი კვადრატიდან ყვითელი სახლისკენ.

01.03.10.

ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...