სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან

02/27/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლოში გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა მუნიციპალიტეტის გამგებელი და კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია, თუმცა მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგელობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე, გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟია, საზოგადოება \"ზუგდიდელის\" წევრი მურმან ნაჭყებია და გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის წევრი ლავრენტი ალანია.

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, \"რესპუბლიკური პარტიის\" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის საფუძველზე გათავისუფლდენენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან