საინტერესო ფაქტები შობა-ახალ წელზე ★ ტოპ ფაქტები ★

12/23/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
5. თარიღი
შობას თარიღის დაწესებისა და დაზუსტების პირველი მცდელობები 200 წელს იწყება, როდესაც ალექსანდრიელმა თეოლოგებმა ივარაუდეს, რომ ქრისტე 20 მაისს დაიბადა. საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილ სავარაუდო თარიღებს შორის გვხვდებოდა 21 მარტი, 15 აპრილი, 21 მარტი და 20 მაისი. 380 წელს რომის ეკლესიამ გადაწყვიტა ყველა გაფანტული ვერსია გაეერთიანებინა და შობის უნივერსალურ თარიღად მზის შობის ძველი წარმართული დღესასწაულის თარიღი, 25 დეკემბერი გამოაცხადა.

4. საშობაო ზავი
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შობის აღსანიშნავად ფრანგმა, ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა დროებითი ზავი გამოაცხადეს. სანგრები საშობაო ორნამენტებით მოირთო, ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე საჩუქრები, საკვები და სუვენირები გაცვალეს, ფეხბურთის რამდენიმე მატჩი ითამაშეს და საშობაო საგალობლებიც კი იმღერეს ერთად.


3. აკრძალული შობა
მიუხედავად იმისა, რომ შობა გლობალურად აღნიშვნადი დღესასწაულია, ის არაერთხელ ყოფილა აკრძალული სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად 1644 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა შობის აღნიშვნა, ტრადიციული პუდინგები და ნამცხვრები აკრძალა და სანაცვლოდ მარხვისა და საყიდლების დღე დააწესა. პურიტანები მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ შობას როგორც კათოლიკეების გამოგონილ ხელოვნურ დღესასწაულს. შობა ასევე აკრძალული იყო 1659-81 წლების ბოსტონშიც.

2. ნაძვის ხე
ბევრს სმენია იმის შესახებ, თუ როგორ აჩუქა მსოფლიოს ნაძვის ხე პროტესტანტმა მარტინ ლუთერმა, მაგრამ სინამდვილეში შობასთან ასოცირებული ხეები ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში გვხვდება, როდესაც წმინდა ბონიფაციუსმა თორის წმინდა ხე მოჭრა იმის დასამტკიცებლად, რომ სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთები არ არსებობდნენ. მეთხუთმეტე საუკუნისთვის უკვე მტკიცედ იყო ჩამოყალიბებული მოჭრილი ხეების სახლებში დადგმისა და ტკბილეულითა და სანთლებით მორთვის ტრადიცია.

1. სანტა კლაუსი
ყველასთვის ცნობილი წითელ ტანისამოსში გამოწყობილი ლაპლანდიელი წვეროსანი სანტა კლაუსი მესამე საუკუნეში დაბადებულ წმინდა ნიკოლოზზეა (ნიკოლასზეა) დაფუძნებული. ნიკოლოზი 270 წელს, ახლანდელი თურქეთის პატარა ქალაქ პათარში დაიბადა და იმით გახდა ცნობილი, რომ ღარიბ მოსახლეობას საიდუმლოდ ფულსა და საჩუქრებს ურიგებდა. სანტას თანამედროვე იმიჯი დიდწილად მეცხრამეტე საუკუნის ლექსის დამსახურებაა, რომელშიც მძინარე ოჯახს მარხილში ირმებშებმული წმინდა ნიკოლასი ეწვევა და ხურჯინით სათამაშოებს მოუტანს.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან