როგორ გაიზარდნენ მსახიობი ბავშვები? ★ ტოპ ფაქტები ★

02/03/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ბავშვი ვარსკვლავების შესახებ და განახებთ თუ რა სახის ცვლილებები განიცადეს მათ:
12) ფრედი ჰაიმორი
ფრედი ჰაიმორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი ტიმ ბარტონის 2005 წლის „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკაში“ განსახიერებული ჩარლი ბაკეტია. ფრედი ამჟამად ძირითადად სერიალებში თამაშობს, მისი კიდევ ერთი ცნობილი როლი “ბეიტსის მოტელში” განსახიერებული ნორმან ბეიტსია.
11) დავეი ჩეისი
დავეი ჩეისის ყველაზე ცნობილი როლი 12 წლის ასაკში შესრულებული სამარა მორგანია საშინელებათა ფილმიდან „ზარი“. მისი სამსახიობო კარიერა ნაკლებად საშიში როლებით გაგრძელდა ისეთ სერიალებში, როგორებიცაა Charmed და Cold Case.
10) ნილ პატრიკ ჰარისი
ნილ პატრიკ ჰარისი ქართველმა მაყურებელმა ძირითადად სერიალ „როგორ გავიცანი დედათქვენი“ და ფილმ “დაბოლილებში” შესრულებული როლების წყალობით გაიცნო, თუმცა ნილის კარიერა ბევრად უფრო ადრე, 80-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც ვუნდერკინდი ბავშვი-ექიმის, დუგი ჰაუზერის როლის შესრულებისთვის ნილ პატრიკ ჰარისი ოქროს გლობუსის ნომინანტი გახდა.
9) კრისტენ სტიუარტი
კრისტენ სტიუარტის სამსახიობო კარიერა ბინდში განსახიერებული ბელა სვონის როლამდე ბევრად უფრო ადრე, 2000-იანი წლების დასაწყისში იღებს სტარტს. 2002 წელს მან დევიდ ფინჩერის Panic Room-ში შეასრულა ერთერთი მთავარი როლი ჯოდი ფოსტერთან, ფორესტ უიტეკერთან და ჯარედ ლეტოსთან ერთად.
8) ლინდსი ლოჰანი
ლინდსი ლოჰანმა კარიერა ბავშვი მოდელის სტატუსით, სამი წლის ასაკში დაიწყო. მისი დებიუტი 11 წლის ასაკში, 1998 წლის ფილმ Parent Trap-ში შედგა, რომელშიც მან ტყუპი დების როლი შეასრულა. მისი ვარსკვლავური კარიერა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან და კანონთან შექმნილი პრობლემების გამო მას რამდენიმე მსხვილ როლზე მოუწია უარის თქმა.
7) მაილი საირუსი
მაილი საირუსის პოპულარობა სათავეს დისნეის საბავშვო სერიალიდან, ჰანა მონტანადან იღებს, სადაც მსახიობმა და მომღერალმა მაილი სტიუარტისა და მისი ალტერ ეგოს, ჰანა მონტანას როლები შეასრულა. მაილის კარიერა ამჟამად ძირითადად მუსიკალურ სფეროში გრძელდება.
6) აბიგაილ ბრესლინი
აბიგაილ ბრესლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი 2006 წლის Little Miss Sunshine-ში შესრულებული როლია, რომლისთვისაც აბიგაილი ოსკარის ნომინანტი გახდა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბრესლინს უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ნიშნები, ზომბილენდი და ენდერის თამაში.
5) ტეილორ მომსენი
ტეილორ მომსენის ყველაზე ცნობილი როლი ფილმ „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა-ახალი წელი“ განსახიერებული სინდი-ლუ ჰუა. ტეილორმა კიდევ რამდენიმე მცირე როლი შეასრულა, სანამ სამსახიობო კარიერა მუსიკალურზე არ გადაცვალა. ამჟამად ის ჯგუფ The Pretty Reckless-ის ვოკალისტი და გიტარისტია.
4) ჯონათან ლიპნიკი
ჯონათან ლიპნიკის დებიუტი 1996 წლის ჯერი მაგუაიერში შედგა, 1999 წელს კი „სტიუარტ ლითლში“ და მის სიქველში შეასრულა ერთერთი მთავარი როლი. ლიპნიკის სამსახიობო კარიერა დღემდე გრძელდება, თუმცა ძირითადად ინდი ფილმებში შესრულებული როლებით.
3) ჰეილი ჯოელ ოსმენტი
ჰეილი ჯოელ ოსმენტის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, თუმცა ვარსკვლავის სტატუსი თრილერ მეექვსე გრძნობასა და სპილერგის ხელოვნურ ინტელექტში შესრულებული როლების წყალობით მოიპოვა. ჰეილის სამსახიობო კარიერა დღესაც გრძელდება, თუმცა ნაკლებად მასშტაბური როლებით.
2) მეთიუ ლიუისი
მეთიუ ლიუსის ყველაზე ცნობილი როლი ჰარი პოტერში შესრულებული პუტკუნა, მიამიტი და საყვარელი ნევილ ლონგბოტომია. ზრდასრული მეთიუს ტრანსფორმაციამ თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია.
1) მაკოლი კალკინი
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობი, მაკოლი კალკინი როლების სიმრავლით არ გამოირჩევა. მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი კლასიკად ქცეული საშობაო ფილმების, „მარტო სახლშის“ პერსონაჟი კევინ მაკკალისტერია. 1994 წელს კალკინმა მსახიობობას თავი დაანება და მომდევნო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე მცირე როლი შეასრულა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან