ყველაზე საშიში ხიდები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

09/05/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
ვიდეოში 10 ყველაზე საშიში ხიდის შესახებ ვისაუბრებთ.
10. ტამან ნეგარას ხიდი, მალაიზია
ტამან ნეგარას ხიდი მიწიდან 45 მეტრის სიმაღლეზეა დამაგრებული და 510 მეტრის სიგრძისაა. ის იმდენად ვიწროა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გავლა.
9. შვიდმილიანი ხიდი, აშშ
შვიდმილიანი ხიდი, როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, დაახლოებით შვიდი მილის, ანუ 11 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული ატლანტის ოკეანეზე. ცუნამის ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმის დროს შუა ხიდზე მყოფ ადამიანებს არც ისე კარგი დღე ელით.
8. ლონგიანგის დაკიდებული ხიდი, ჩინეთი
ლონგიანგის დაკიდებული ხიდი ერთ-ერთი ყველაზე მაღლა განლაგებული ხიდია მსოფლიოში. ის მდინარის ზედაპირიდან 280 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, ხოლო მისი მთლიანი სიგრძე 1200 მეტრია.
7. ვიეტნამური მაიმუნის ხიდები
ტრადიციული ვიეტნამური ხიდები, ე.წ. მაიმუნის ხიდები მთლიანად ბამბუკისგანაა დამზადებული. წყლის ზედაპირზე ერთი ცალი ბამბუკია გადებული, რომელსაც ორივე მხრიდან თითო ბამბუკი გასდევს მოაჯირებად. მათთვის, ვინც ბავშვობიდანვე არაა შეჩვეული ასეთ ხიდებზე სიარულს, მათზე გავლა გაუჭირდება.
6. ქესვაჩაკას ხიდი, პერუ
მდინარე აპურიმაკის კანიონზე გამავალი ეს ხიდი უძველესი ინკური დიზაინითაა დამზადებული. ბალახის 6 ცალი ბაწარი ერთმანეთშია ჩაწნული და ევკალიპტის ხეებზეა მიბმული. როგორც მოსალოდნელია, ბალახის თოკები ძალზედ სწრაფად ფუჭდება და ხიდს რეგულარულად ესაჭიროება შეკეთება.
5. კუანდისკის ხიდი, რუსეთი
კუანდინსკის ხიდი ლითონის ძველთაძველი, ვიწრო ხიდია, რომელიც ხის სრიალა ფიცრებითაა დაფარული. ხიდს საერთოდ არ აქვს მოაჯირი ან ბარიერები და ერთი შეცდომის შემდეგაც კი შესაძლებელია თქვენი ავტომობილი გაყინულ წყალში აღმოჩნდეს. ხიდზე ერთდროულად მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა.
4. მუსოუ ცურიბაშის ხიდი, იაპონია
1950-იანებში აშენებული მუსოუ ცურიბაშის ხიდი მხოლოდ სპილენძის მავთულითა და რამდენიმე ფიცრითაა გამაგრებული. მასზე გასავლელად რკინის ნერვებია საჭირო.
3. შტორსეისუნდეტის ხიდი, ნორვეგია
ნორვეგიაში მდებარე შტორსეისუნდეტის ხიდი ამერიკულ მთებს უფრო წააგავს, ვიდრე ხიდს. ის მოულოდნელად იცვლის მიმართულებას და დაბლა, წყლისკენ მიემართება, რითიც ილუზიას ქმნის, რომ ავტომობილი პირდაპირ ზღვაში ჩავარდება.
2. ხიდი მდინარე სიდუზე, ჩინეთი
ადამიანებს, რომლებსაც სიმაღლის შიში აწუხებთ, ამ ხიდზე გავლა ნამდვილად გაუჭირდებათ. ხიდი მდინარიდან 500 მეტრის სიმაღლეზეა დამაგრებული და მისი სიგრძე 1221 მეტრია.
1. ჰუსაინის დაკიდებული ხიდი, პაკისტანი
ჩრდილოეთ პაკისტანის მთიან რეგიონში, ბორითის ტბის თავზე გადებულია ხიდი, რომელზე გავლაც ყველაზე მამაც ადამიანსაც კი შეაშინებს. ჰუსაინის ხიდი ცუდადაა მოვლილი, მორყეული ფიცრებითა და ორიოდე თოკითაა გამაგრებული და სუსტ ქარშიც კი საქანელასავით ირხევა. მის გვერდით მეორე, უკვე ჩაწყვეტილი და ხმარებიდან გამოსული ხიდის დანახვაა შესაძლებელი.
--------
წყაროები:
   • Trek To Hussaini Suspension Bridge  
   • Canopy walk in Taman Negara National ...  
   • Sidu River Bridge Fly cam  
   • Storseisundet Bridge  
   • Weaving the Bridge at Q’eswachaka  
   • Video  
   • ACROSSING THE MONKEY BRIDGE, VIETNAM,...  
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან