მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა -„ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. გახსნის კვირეული 25 იანვარი 18:00 საათი- „ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ - წიგნის პრეზენტაცია; (ოპერისა და ბალეტის თეატრი; მის: რუსთაველის გამზირი 25) 26 იანვარი 16:00 საათი - „ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა“ (ხელოვნების სასახლე; მის:ია კარგარეთელის ქ. 6) 27 იანვარი 18:00 საათი - ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია ( ეროვნული მუზეუმის აუდიტორია მის: ფურცელაძის ქ. 3); 28 იანვარი 16:00 საათი - ფოტოგამოფენა - „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“; (ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი - სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის დ. აღმაშენებლის გამზ. 123/125) 28 იანვარი - 18:00 საათი - გენერალური რეპეტიცია ოპერაში; 29 იანვარი - 11:00 საათი - მედიატური ოპერაში; 31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეული
culturegovge culturegovge
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ტარდება
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა
culturegovge culturegovge
ფოტოგამოფენა ოპერის გახსნის კვირეულის ფარგლებში
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა
culturegovge culturegovge
სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებული გასტროლი ყაზახეთში
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა
culturegovge culturegovge