ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა
01/26/2016
culturegovge culturegovge-ის
მიერ
26 იანვარს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ხელოვნების სასახლის სვეტებიან დარბაზში პირველად არის წარმოდგენილი ყველა ცნობილი ქართული ოპერის პარტიტურის ორიგინალი, მათ შორის ისეთი უნიკალური ნიმუშები, როგორიცაა: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ და სხვა. დღესვე გამოიფინა საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, რომელიც აერთიანებს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის ქართული საოპერო და საბალეტო ჩაცმულობის ძვირფას ნიმუშებს. სტუმრები, სხვა ცნობილი შემსრულებლების სასცენო კოსტიუმების გარდა, ნინო ანანიაშვილის გამორჩეულ სამუზეუმო კოსტიუმებსაც იხილავენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოში ოპერისა და ბალეტის განვითარების ისტორიას.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045