ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა
26 იანვარს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხელოვნების სასახლის სვეტებიან დარბაზში პირველად არის წარმოდგენილი ყველა ცნობილი ქართული ოპერის პარტიტურის ორიგინალი, მათ შორის ისეთი უნიკალური ნიმუშები, როგორიცაა: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ და სხვა. დღესვე გამოიფინა საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, რომელიც აერთიანებს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის ქართული საოპერო და საბალეტო ჩაცმულობის ძვირფას ნიმუშებს. სტუმრები, სხვა ცნობილი შემსრულებლების სასცენო კოსტიუმების გარდა, ნინო ანანიაშვილის გამორჩეულ სამუზეუმო კოსტიუმებსაც იხილავენ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოში ოპერისა და ბალეტის განვითარების ისტორიას. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ
culturegovge culturegovge
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეული
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი კვირეული გრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია
შუადღე GDS / shuadge GDS
#ახალიდღე დავით ალადაშვილის რუბრიკა - თბილისის ოპერისა და ბა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა და პირველი საპრემიერო დღე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster