თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეული
23 იანვარს, თბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა -„ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ
culturegovge culturegovge
ფოტოგამოფენა ოპერის გახსნის კვირეულის ფარგლებში
culturegovge culturegovge
#ახალიდღე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ გაუქმდა ოპერაში საპრეზიდენტო ლოჟა და ვინ მოხვდა გახსნი...
Music Box
თელავის მუსიკალური ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბოლოო სამზადისი თბილისის ოპერის გახსნამდე
შუადღე GDS / shuadge GDS
ვინ არის ღირსი დაესწროს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის...
კომუნიკატორი / C სტუდია
ოპერისა და ბალეტის თეატრი 170 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster