„შედევრის გაცოცხლება“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

28.01.2016 01:25

27 იანვარს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიორგი კალანდიასა და „არტარეას“ ერთობლივი დოკუმენტური ფილმის - „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი და ფილმის ავტორი გიორგი კალანდია, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„შედევრის გაცოცხლება“ - დოკუმენტური ფილმია, რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული სერგო ქობულაძის უნიკალური ფარდის ისტორია, მისი დახატვიდან ხანძრამდე და ოპერაში ხელმეორედ დაბრუნებამდე. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები, ფარდის აღდგენის პროცესში ჩართული პირების ინტერვიუები, უნიკალური ფოტოები და სხვა;
ფილმი საქართველოს ხელოვნების სასახლისა და ტელეკომპანია „არტარეას“ ერთობლივი ნამუშევარია.





http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
http://www.youtube.com/user/culturegovge
http://www.flickr.com/photos/culturegovge/
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:
Compania