ფოტოგამოფენა ოპერის გახსნის კვირეულის ფარგლებში

28.01.2016 04:01

28 იანვარს, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში, ჯანსურ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ფოტოგამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო თეატრის შენობის ამსახველი ფოტომასალა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ოპერისა და ბალეტის თეატრში დაცული საარქივო ფოტომასალა, ასევე, ფოტოგრაფების - ბესო გულაშვილის, გიორგი კაკულიასა და ნინო ალავიძის ( www.agenda.ge ) ნამუშევრები. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხელ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: