სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი

13.12.2015 01:41

სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით აღდგენილი ასლი ოპერის სცენის ძირითადი ფარდის უკან ეკიდება და მისი ნახვის საშუალება ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნის შემდეგ ყველა მისულ სტუმარს ექნება. მას შემდეგ რაც გადაწყდა, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდის აღდგენა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კონსულტაციის მიზნით, მოიწვია მხატვრის მოსწავლეები და მასთან დაახლოებული პირები (თემო გოცაძე, რადიშ თორდია, (მოსწავლეები), თაზო ხუციშვილი, მურაზ მურვანიძე). მხატვრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სერგო ქობულაძის ტექნოლოგიით ამ ფარდას ვერავინ დახატავდა, ამიტომ გადაწყდა, ფარდა დაბეჭდილიყო მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით - გერმანიის ქალაქ პოტსდამში კომპანია „Gerriets” მიერ. „გაციფრულებაზე“ მუშაობდა სამხატვრო აკადემიის პროფესორი მედიახელოვნების მიმართულებით ნანა იაშვილი. სერგო ქობულაძის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გადიდებული ფარდის ასლი, მხატვრის ერთ-ერთი ასისტენტის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. აღნიშნული ესკიზი კულტურის სამინისტრომ შეისყიდა და გადასცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. პირველი ფარდის ესკიზიც (რომელიც სრულად დაიწვა) ასევე დაცულია „ხელოვნების სასახლეში“. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი
08:31

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი

culturegovge culturegovge

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრში
02:51

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრ...

culturegovge culturegovge

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრში
01:37

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრ...

culturegovge culturegovge

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრშია
03:01

სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი ოპერისა და ბალეტის თეატრ...

culturegovge culturegovge

„ექსპო 1919–2019“ - „ბაია გალერეა“ მხატვრობის მოყვარულებს ელოდება
03:36

„ექსპო 1919–2019“ - „ბაია გალერეა“ მხატვრობის მოყვარულებს ელ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42 წლის შემდეგ სერგო ქობულაძის ფარდა ოპერას უბრუნდება

42 წლის შემდეგ სერგო ქობულაძის ფარდა ოპერას უბრუნდება

შუადღე GDS / shuadge GDS

სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია
01:06

სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია

culturegovge culturegovge

სერგო ქობულაძის მიერ გასული შექმნილი სავიზიტო ბარათად ქცეული ფარდა ოპერის თეატრის სცენაზე დაბრუნდა
03:01

სერგო ქობულაძის მიერ გასული შექმნილი სავიზიტო ბარათად ქცეული...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო