ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებული გასტროლი ყაზახეთში
4 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით ყაზახეთში. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვუილი, ბალეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ერისთავი, ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე და ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე უძღვებოდნენ. 29 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში ასტანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უმასპინძლა. ერთობლივი გალა-კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გალა-კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობდა. პროგრამაში იყო ქართველი და ევროპელი კლასიკოსი კომპოზიტორების (ზ.ფალიაშვილი, ო.თაქთაქიშვილი, ჯ.პუჩინი, ჟ.ბიზე, ჟ. ვერდი) ნაწარმოებები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების წამყვანი სოლისტები, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და „ასტანა ოპერას“ ორკესტრი. გალა-კონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სტუდია-სახელოსნო ახალგაზრდა მომღერლებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Evgeni Mikeladze – Zacharia Paliashvili’s opera “Daisi” (193...
Lasha Gabunia
სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ და რაჭველის „ვერცხლისფერი...
Music Box
ოპერა „ვერთერი“-ს პრემიერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ხელოვნება როგორც ექსპონანტი და ხელოვნება როგორც შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია
შუადღე GDS / shuadge GDS
#ახალიდღე დავით ალადაშვილის რუბრიკა - თბილისის ოპერისა და ბა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster