Evgeni Mikeladze – Zacharia Paliashvili’s opera “Daisi” (1937 LIVE) [Vinyl Rip]
11/10/2019
Lasha Gabunia-ის
მიერ
ევგენი მიქელაძემ (1903 – 1937) სრულჰყო ქართული სადირიჟორო ხელოვნება. დირიჟორი 1937 წელს სტალინის რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა. იგი ჯერ აწამეს, მერე სამეულმა („ტროიკამ“) დახვრიტა. მუსიკოსი ბაქოში დაიბადა, შემდეგ ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ევგენი მიქელაძემ დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორია. 1931–1937 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან კი – სამხატვრო ხელმძღვანელი.
Playlist
Side 1:
Act I 00:00
Side 2:
Act I 22:09
Side 3:
Act II 40:02
Side 4:
Act III 1:09:03
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
მალხაზი – ნიკო ქუმსიაშვილი (ტენორი);
კიაზო – პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, სანდრო ინაშვილი (ბარიტონები);
მარო – მერი ნაკაშიძე (სოპრანო);
ნანო – ტაისია შარატა-დოლიძე (მეცო-სოპრანო);
ტიტო – ზურაბ სვანიძე (ტენორი);
ცანგალა – ვლადიმერ ხომაშურიძე (ბასი);
გივი – ლეონ ისეცკი (ბასი);
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი;
დირიჟორი – ევგენი მიქელაძე.
1937 წლის ცოცხალი ჩანაწერი.
რესტავრატორი – მ. კილოსანიძე;
რედაქტორი – ნ. ჭელიძე;
მხატვარი – დ. ელოშვილი.
© „მელოდია“ 1985 (2 LP)
Vinyl Rip by – ERM0NIA (ლაშა გაბუნია)
„დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილის (1871 – 1933) ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ (1862 – 1938) მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი მოწყალების დის, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. ოპერის პრემიერა გაიმართა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. საზოგადოების აღტაცების მიუხედავად კომპოზიტორმა ცვლილებები შეიტანა ოპერაში – დაამატა მალხაზის არია პირველ მოქმედებაში და ცალკეული ნომრები მეორე მოქმედებაში („ვიკიპედია“).
დირიჟორმა ევგენი მიქელაძემ 1932 წელს დააარსა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი. 1933–1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. შესანიშნავად უძღვებოდა ორ დიდ საქმეს – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას. მისი თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პროპაგანდამ საქართველოში დიდ მასშტაბს მიაღწია. მის რეპერტუარში იყო: ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი-კორსაკოვის, მალერის, რ. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის ქმნილებანი; დირიჟორობდა ქართული სიმფონიური მუსიკის ადრინდელ ნიმუშებს (შ. მშველიძის, გ. კილაძის, ი. ტუსკიას, შ. თაქთაქიშვილის, ი. გოკიელის ნაწარმოებებს). მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ სიმფონიურ შემოქმედების სწრაფ განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია, 1937 წელს ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე მოსკოვში. ის დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს („აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“), საოპერო რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს „კარმენი“, ვერდის „ოტელო“ და „აიდა“, ბოროდინის „თავადი იგორი“, პუჩინის „ტოსკა“, გუნოს „ფაუსტი“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, დონიცეტის „დონ პასკუალე“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“; მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, შინაგანი დისციპლინა (საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).