ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტი განიხილეს
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტის - გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომა გაიმართა, რომელზეც დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველად პროექტზე იმსჯელეს. აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ათეა-ს ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდას, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივებას, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსურ უზრუნველყოფას, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ეხებოდა. სტარტეგიის პროექტი საბჭოს წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. ანალოგური საკონსულტაციო შეხვედრები ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონში გამართა. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების წარმოამდგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უახლოეს მომავლაში შეაჯერებს და შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/245574-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
02:52
ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯ...
03:28
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მ...
მსგავსი ვიდეოები
"ღია მმართველობა ადგილობრივ დონეზე-ქალაქები იწყებენ ქმედებას...
NALAG
კონფერენცია გენდერულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში
Municipality of Marneuli
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება
NALAG
ათეა-ს მხარდაჭერით მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა
NALAG
შეხვედრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე
NALAG
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“
NALAG
15 წელი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ას...
NALAG
ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
NALAG