ათეა-ს მხარდაჭერით მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მხარდაჭერითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფორუმი ,,ქალები გურიისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც პროექტის ,,მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და მის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, ცენტრალური და გურიის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და გურიის რეგიონის წარმატებული მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ. დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ქვეყანაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის მიესალმება და მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტებში მსგავსი აქტივობების განხორციელებას. ნათია ღვინაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას გენდერული თანასწორობის მიმართულებით ორგანიზაციის როლზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული კუთხით ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს ასევე, სიტყვით მიმართეს ცენტრალური და გურიის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების- NDI, SIDA და M4EG წარმომადგენლებმა, წარმატებულმა მეწარმე ქალბატონებმა და ექსპერტებმა. ღონისძიებაზე ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: „აწარმოე საქართველოში“, ,,ევროპის ფონდი'', სავაჭრო პალატა, გლობალ ბენეფიტ ჯორჯია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია მეწარმეებისთვის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს, დაფუძნდა პლატფორმა „ქალები გურიისთვის“, რომლიც ქალების გაძლიერებითა და ჩართულობით, გურიის რეგიონიში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. პროექტი- ,,მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ გურიის რეგიონის მასშტაბით ქალების გაძლიერებას, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობას, ერთიანი ქსელის შექმნასა და რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/240185-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
02:52
ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯ...
03:28
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მ...
მსგავსი ვიდეოები
ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დეცენტრალიზაციის საშუალ...
NALAG
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი -2018“
NALAG
ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
NALAG
"ათეა"-ს ორგანიზებით, ბათუმში საქართველო-სამხრეთ კორეის მუნი...
NALAG
ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს განხორციელებული ღონ...
მეცხრე ტალღა
ათეა-ს ადვოკატირებით ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტ...
NALAG
"ათეა"-ს ორგანიზებით თელავში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის...
NALAG
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ათეა-ს წარმომადგენლ...
NALAG