ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს მუშაობა შეაფასა
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტმა - ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს მუშაობა შეაფასა. როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული პირობების მიუხედავად, საქართველომ ღირსეულად და წარმატებულად შეძლო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის წარმართვა. ,,ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში. კარგად მესმის, თუ რამდენად რთულია COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში მუშაობა. თუმცა, თქვენმა ქვეყანამ ძალიან ღირსეულად და წარმატებულად გაართვა ამ მისიას თავი“,- აღნიშნა ანდერს კნაპემ. კონგრესის პრეზიდენტმა, 3 თვის წინ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ხელმძღვანელ პირებთან და მოსწავლე - ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრებიც შეაფასა და კონგრესის მუშაობაში საქართველოს დელეგაციის აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი. ,,ეს ვიზიტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გასაგებად, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მოხარული ვარ, რომ თქვენ მიყვებით დეცენტრალიზაციის პროცესს, ითვალისწინებთ კონგრესის რეკომენდაციებს და თვალყურს ადევნებთ კონგრესის მიერ თქვენს ქვეყანაში გასული წლების მანძილზე განხორციელებული მონიტორინგისა და პოსტმონიტორინგის აქტივობებს. მე თქვენი მადლიერი ვარ ამისთვის. ასევე მადლიერი ვარ იმ აქტივობებისთვის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ახორციელებს კონგრესის მუშაობაში ჩართვისა და საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებით“,- აღნიშნა კონგრესის პრეზიდენტმა. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/256428-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
03:28
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მ...
მსგავსი ვიდეოები
ღონისძიება ოკუპაციის მუზეუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო არის უკიდურესად მნიშვნელოვ...
Maestro Television
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდერს ფოგ რასმუსენი NATO -ში მიღების მექანიზმზე ინიციატივით...
Maestro Television
ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო-რუსეთის კონფლიქტი, შესაძლოა, ათწლ...
Ajara TV
ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტში
Parliament of Georgia
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ომი უკრაინაში - ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი უკრაი...
ამერიკის ხმა