ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა. აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა”, საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. გენდერული თანასწორობის საკითხებში წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები, სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით კი, საუკეთესოდ, წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ გადასცეს. დღესვე, სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის, სპეციალური სიგელებით ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/239433-
NALAG-ის სხვა ვიდეოები
04:59
BPP კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილ...
01:12
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამც...
01:49
საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაც...
01:32
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ევროპულ ქარტიას შ...
03:37
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული...
03:35
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი...
02:52
ანდერს კნაპემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯ...
03:28
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მ...
მსგავსი ვიდეოები
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მქონე ორი მუნიციპალიტ...
NALAG
"ათეა"-მ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო
NALAG
ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დეცენტრალიზაციის საშუალ...
NALAG
ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
NALAG
ათეა-ს მხარდაჭერით მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა
NALAG
"ათეა"-ს ორგანიზებით, ბათუმში საქართველო-სამხრეთ კორეის მუნი...
NALAG
ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს განხორციელებული ღონ...
მეცხრე ტალღა
ათეა ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ტრენი...
NALAG