ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

23.09.2018 01:23

➡ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა. ➡ შეხვედრაზე, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობდა, იმ ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს, რომლებიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას გულისხმობს. ➡ როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საბჭო ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმის მოტივის საფუძველზე ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ➡ შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებლ ღონისძიებებზე იმსჯელეს და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/224988-

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო