კონფერენცია გენდერულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში
15 მაისს, ქალაქ თბილისში, „ჰოთელს \u0026 პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები", რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ია ესებუა ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტთან დედაქალაქის მერთან - კახა კალაძესთან ერთად გახსნა. კონფერენციის მონაწილეება იმსჯელეს გენდერულ სფეროში გადადგმულ ნაბიჯეზე, გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევბზე. ასევე, ისაუბრეს და დამსწრეებს გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომლებიც საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელეთა თანამდებობის შემოღებას გულისხმობს. ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა სწორედ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო. ღონისძიებას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების წევრები, ასევე არასმათავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ,,ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი ესწრებოდნენ. http://marneuli.gov.ge/…/1923-konfere...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულოს წევრ ქალთა გაერთიანება
Tamara Karelidze
ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალ...
NALAG
კონფერენცია თბილისში
Fund Sokhumi
კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მინიმალური ხელფასი - საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში
Tamara Karelidze
კონფერენცია შრომის კოდექსზე
Tamara Karelidze
კონფერენცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster