მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში
მრჩეველი გენდერის საკითხებში - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსგავსი თანამდებობა მცირე ხნის წინ შეიქმნა. როგორც მინისტრი ამბობს, მრჩეველს ყველა იმ საკითხზე მუშაობა მოუწევს, რომელიც გენდერს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი სახის რეკომენდაციის იდეა გორში, დავით ნარმანიასა და კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრებს შორის შეხვედრისას გაუჩნდათ. ერთობლივი წერილობითი მიმართვის შემდეგ, მინისტრმა მათი რეკომენდაცია გაითვალისწინა. მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი გენდერული მეინსტრიმინგის თვალსაზრისით, ასეთ შეფასებას აძლევენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დავით ნარმანიას გადაწყვეტილებას. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შემთხვევა, მსგავსი ნაბიჯისკენ სხვა სამინისტროებსაც უბიძგებს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველი გენდერის საკითხებში, კახაბერ ცეცხლაძეა. ის პროფესიით იურისტია. ამბობს, რომ გენდერის განხრით არ უმუშავია, თუმცა რამდენიმე გენდერულ კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ცეცხლაძის თქმით, სამინისტროს გენდერული სტრატეგია, დამუშავების პროცესშია. აღსანიშნავია, რომ გენდერის საკითხებზე მრჩეველი, პრემიერის აპარატშიცაა. თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ, ახლა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით მუშაობს, რაც გენდერულ საკითხებსაც მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე ტენდენციები, სამთავრობო დონეზე, გენდერული მეინსტრიმინგის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
2 08 13 მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში
WIC ORG
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინი...
Ministry of Justice of Georgia
დავით სერგეენკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩიქოვანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი
Georgian Government
#მოამბის კითხვებს სოზარ სუბარმა უპასუხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ სოზარ სუბართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster