ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას − „იმოქმედე“. კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება; საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება. კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს; მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. სპეციალურ სატრენინგო მოდულს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა სამი ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია #იმოქმედე. სატელევიზიო ეთერში კლიპები გაზაფხულზე განთავსდება. კამპანის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსები, მათ შორის, ძალადობის თემაზე საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად იქნება გამოყენებული ქუჩის ინსტალაციაც. იუსტიციის სამინისტრო მიესალმება ყველა ინიციატივას, ვინც ჩაერთვება კამპანიაში; ვინც იმოქმედებს და მოუწოდებს სხვებს მოქმედებისკენ ძალადობის შესაჩერებლად. სოციალური კამპანიის პრეზენტაციას პარლამენტარი ქალი დეპუტატები, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ქალთა ფონდის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირის მისიის, ევროსაბჭოს, სპორტული სამყაროს და არასამთავრობო სექტორის − წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობას გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. ცვლილებათა მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
Ministry of Justice of Georgia-ის სხვა ვიდეოები
02:13
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიც...
01:37
იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ...
02:47
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვით...
02:23
იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შეს...
03:09
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპან...
01:10
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედება...
01:15
ფოტოკონკურსი
00:59
საკვალიფიკაციო გამოცდები
მსგავსი ვიდეოები
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლე...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპან...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფ...
Ministry of Justice of Georgia
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ...
Ministry of Justice of Georgia
Print კონკურსი ოჯახში ძალადობის თემაზე - იუსტიციის მინისტრის...
AC AG
საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...
საქართველოს პროკურატურა
თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" სამხ...
თავდაცვის სამინისტრო
კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
TV 25