Print კონკურსი ოჯახში ძალადობის თემაზე - იუსტიციის მინისტრის შეფასება და შედეგები
17-25 მაისს, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდა PRINT კონკურსი ოჯახური ძალადობის თემაზე. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ACAG-ის წევრი 13 საკომუნიკაციო სააგენტო: ABK, Windfor’s, Elliot Webber, Gepra, Holmes\u0026Watson, Leavingstone, Marmelads, McCann Tbilisi, Live Branding, Betterfly, Saatchi\u0026Saatchi, W-forte, Branding.ge. მონაწილეებს, ერთი კვირის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც გადმოსცემდა ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის საქმეში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობას, ასევე, მოახდენდა იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზის გამოყენების სტიმულირებას. 15 ივნისს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ძალადობის თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსი შეაჯამა და გამარჯვებული გამოავლინა. საუკეთესო პოსტერად კომპანია Betterfly-ის მიერ შექმნილი პოსტერი დასახელდა, მეორე და მესამე ადგილები კი კომპანიების − Windfor’s-ისა და Marmelads-ის პოსტერებმა დაიკავა. გთავაზობთ გამარჯვებულთა ნამუშევრებს: იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ნამუშევრები ეროვნულ არქივს გადაეცემა შესანახად, გარდა ამისა კამპანიის -#იმოქმედე ფარგლებში შექმნილი პოსტერები აქტიურად იქნება გამოყენებული იუსტიციის სამინისტროს ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ღონისძიებაზე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გარდა, გამოფენილი იყო ქალთა უფლებების თემაზე 1928 წელს შექმნილი პოსტერები, რომლებიც დღესაც ინახება ეროვნულ არქივში და თანამედროვე მნახველს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხედავდნენ ქალთა უფლებებს საქართველოში თითქმის საუკუნის წინ. პლაკატები მცირეწლოვანთა ქორწინების, ყალიმის − საცოლის საფასურის გადახდის, საქონლის სადგომში მშობიარობის წინააღმდეგაა მიმართული. „ნუ გაქვავდები!“ „იმოქმედე!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ „შეაჩერე ძალადობა!“ „შენი სიჩუმე მოძალადის იარაღია!“ − ასეთია თანამედროვე პოსტერების მთავარი გზავნილები. ამ ნამუშევრების შედარებისას ნათელი ხდება, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, 1928 წლიდან დღემდე. 19222732_1306431356072109_2021924426755674573_oგარდა იუსტიციის სამინისტროს შეფასებისა, შეჯიბრებაში მონაწილე ცამეტივე სააგენტომ შეაფასა ნამუშევრები. მონაწილე სააგენტოების მონაცემებით, გამარჯვებულია ABK, ნამუშევრით – „კუა ადამიანი”, რომელიც გმობს მოქალაქეების ინერტულობას ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ. მეორე ადგილზეა Holmes\u0026Watson, ხოლო მესამე პოზიციას Windfor’s იკავებს.
AC AG-ის სხვა ვიდეოები
03:46
უსაზღვრო მეგობრობა - ლუდი ნატახტარი
03:02
Print კონკურსი ოჯახში ძალადობის თემაზე - იუსტიციის...
01:29
HOLMES\u0026WATSON - მეტი დრო ცხოვრებისთვის
00:59
JWT Metro - Altaok-ის ზედგამოჭრილი ფასდაკლებები
01:02
Leavingstone - 3D და თავბრუდამხვევი ურთიერთობები...
02:58
WINDFOR'S - „ახალი სტანდარტი ქართული უძრავი ქონები...
01:04:58
ნინო სუბელიანი - [GEPRA] - ჯეოსელ-ჰაბში
01:36:46
რედბერი ჯეოსელ-ჰაბში
მსგავსი ვიდეოები
გიჟური მაისური დავამზადეთ! სახალისო VLOG-ი!!! ^_^
Crazy Matee
როგორ დავხატოთ თოვლის ბაბუა/საახალწლო კონკურსი
GMZA TV
ეროვნული ბანკისა და ACAG - ის ერთობლივი პრინტ კონკურსი
National Bank of Georgia
შევხვდებით არჩევნებზე - ეკა ყიფიანი
სირცხვილია • Shame Movement
გათამაშება!
Anzor Valetov
შევხვდებით არჩევნებზე - ლევან ლეფსვერიძე
სირცხვილია • Shame Movement
კონკურსში გამარჯვებული ნახატის ავტორები და მე ჯასთბურგერში
GMZA TV