თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა #ძალადობისწინააღმდეგ #საერთოსაქმეა #სახელმწიფოზრუნავს #დავძლიოთძალადობა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაუძღვნენ. საუბარი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეეხო. სოფიო ჯაფარიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის, ასევე ამ კუთხით არსებული ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც სამხედროები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას გმობენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება მიზნად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სამხედრო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს. სამხედროებთან შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლე...
Ministry of Justice of Georgia
სექსუალური შევიწროების პრევენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპან...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინი...
Ministry of Justice of Georgia
საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...
საქართველოს პროკურატურა
კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
TV 25
საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster