ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანის ფარგლებში პოსტერების სერია შეიქმნა
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! − იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. ვიდეორგოლები ძალადობის წინააღმდეგ, შეხვედრები უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის − ამ ღონისძიებებს დღეს კიდევ ერთი შეემატა − იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ძალადობის თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსი შეაჯამა და გამარჯვებული გამოავლინა. საუკეთესო პოსტერად კომპანია „Betterfly“-ს (ბეთერფლაი) პოსტერი დასახელდა, მეორე და მესამე ადგილები კომპანიების − „Windfor’s“-ისა (ვინდფორსი) და „Marmelads“-ის (მარმელადსის) პოსტერებმა დაიკავა. პოსტერების კონკურსის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 3 თებერვალს − ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების დღეს − განაცხადა; უშუალოდ კონკურსი კი 17-25 მაისს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 13-მა სააგენტომ მიღო (ABK, Windfor’s, Elliot Webber, Gepra, Holmes\u0026Watson, Leavingstone, Marmelads, McCann Tbilisi, Live Branding, Betterfly, Saatchi\u0026Saatchi, W-forte, Branding.ge). ერთი კვირის განმავლობაში სააგენტოებს უნდა დაემზადებინათ პოსტერები ძალადობის წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ნამუშევარი ეროვნულ არქივს გადაეცემა შესანახად, გარდა ამისა კამპანიის ფარგლებში აღნიშნული პოსტერები აქტიურად იქნება გამოყენებული. ქალთა უფლებების თემაზე 1928 წელს შექმნილი პლაკატები დღესაც ინახება არქივში და თანამედროვე მნახველს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავდნენ ქალთა უფლებებს საქართველოში თითქმის საუკუნის წინ. პლაკატები მცირეწლოვანთა ქორწინების, ყალიმის − საცოლის საფასურის გადახდის, საქონლის სადგომში მშობიარობის წინააღმდეგაა მიმართული. „ნუ გაქვავდები!“ „იმოქმედე!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ „შეაჩერე ძალადობა!“ „შენი სიჩუმე მოძალადის იარაღია!“ − ასეთია თანამედროვე პოსტერების მთავარი გზავნილი. ამ ნამუშევრების შედარებისას ნათელი ხდება, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის საუკუნის განმავლობაში, როგორ ხედავდა და ხედავს ქართველი საზოგადოება ქალთა უფლებებსა და თანასწორობის საკითხებს.
Ministry of Justice of Georgia-ის სხვა ვიდეოები
02:13
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიც...
01:37
იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ...
02:47
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვით...
02:23
იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შეს...
03:09
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპან...
01:10
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედება...
01:15
ფოტოკონკურსი
00:59
საკვალიფიკაციო გამოცდები
მსგავსი ვიდეოები
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინი...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლე...
Ministry of Justice of Georgia
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფ...
Ministry of Justice of Georgia
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ...
Ministry of Justice of Georgia
სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგ...
The Coalition for Equality
თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" სამხ...
თავდაცვის სამინისტრო
კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
TV 25
სექსუალური შევიწროების პრევენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster