თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ელჩი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ელჩი, მრჩეველი ქალთა და გენდერის საკითხებზე მარა მარინაკი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე. მინისტრმა ელჩს საკანონმდებლო პაკეტის შესახებ უამბო, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისთვის მომზადდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა მიხედვით ახალი მიდგომებია გათვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. იუსტიციის მინისტრი სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის შესახებაც ესაუბრა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენაა მიმართული. კამპანიის მთავარი გზავნილი #იმოქმედე! - საქართველოს მოქალაქეებს ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება და მასში სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სფეროს წარმომადგენელები არიან ჩართულნი. უკვე ჩატარდა ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პოსტერების კონკურსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი 2500 მსმენელი დაესწრება, გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც.
Ministry of Justice of Georgia-ის სხვა ვიდეოები
02:13
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიც...
01:37
იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ...
02:47
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვით...
02:23
იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შეს...
03:09
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპან...
01:15
ფოტოკონკურსი
00:59
საკვალიფიკაციო გამოცდები
მსგავსი ვიდეოები
შრომის კოდექსის განხილვა
Tamara Karelidze
თეა წულუკიანი გენდერული კვოტის შესახებ
Win With Women
თეა წულუკიანმა კუმურდოსა და ფოკაში მცხოვრებ 22 მოსწავლეს უმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროსი მოადგილეები წარადგინა
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
თეა წულუკიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანმა მთავარ არხს მიკროფონი წაართვა ! #GeTube
GeTube