იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი პროდუქტი ახალშობილებისთვის
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს შვილთან - მერი კაკულიასთან ერთად თბილისში „გაგუას კლინიკას“ ეწვია და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდეიტიფიკაციო სამაჯურებს. შედეგად: საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDC Healthcare -სგან მიიღო. PDC (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია, სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით. აღნიშნული სამაჯურების სრული რაოდენობა 29 600 ლარი დაჯდა, ერთეული სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 17 000-მდე სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, მათ შორის: ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, თბილისის სამშობიარო სახლ "იმედის" კლინიკაში და თელავის სამშობიარო სახლებში. ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკებს დღეიდან „გაგუას კლინიკაც“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ 18 მარტს იუსტიციის მინისტრის ქალიშვილი მერი ამ კლინიკაში დაიბადა და ახალშობილების სამაჯურებით დასაჩუქრებაში დღეს თავადვე მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგაც მოამარაგებს. .
Ministry of Justice of Georgia-ის სხვა ვიდეოები
02:13
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიც...
01:37
იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ...
02:47
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვით...
02:23
იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შეს...
03:09
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპან...
01:10
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედება...
01:15
ფოტოკონკურსი
00:59
საკვალიფიკაციო გამოცდები
მსგავსი ვიდეოები
ვასაჯაროვებ რეკომენდატორებს და რეკომენდაციების ტექსტებს!
George Tumanishvili
იუსტიციის სამინისტროს განცხადება კორონავირუსის შესაძლო გავრც...
Ministry of Justice of Georgia
იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ორსანტიაში
STV NEWS
„გირჩი“ იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
იუსტიციის სამინისტროს განცხადება - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაყალბებული დოკუმენტების შესწორების ამნისტია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster