სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნა, რომელიც მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოსა და კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს, ადგილიდან გაუსვლელად, ერთი ფანჯრის პრინციპით, შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა. ადგილზე ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ევროკავშირთან და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობასთან თანამშრომლობით აშენდა. #ქვემოქართლი2019 #მარნეული2019 #საზოგადოებრივიცენტრი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ბრალის წარდგენა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ კაჩაგანში და სოფელ კამარლოში გაზიფიცირება დასრულდა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
მარნეულელი ბებია და ბაბუა იხსენებენ სიყვარულის ისტორიას. ადა...
JAMnews ქართულად
ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მოსახლეობას ხვდება
Municipality of Marneuli
"ზვიად მუალიმი" - მასწავლებელი სოფელ კაჩაგანიდან
რადიო თავისუფლება
დაუფასებელი იდეალისტების მოწოდება
რადიო თავისუფლება
შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი მოკლა | მომხდარის ახალი დეტალები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi