ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მოსახლეობას ხვდება
3 სექტემბერს, ქვემო ქართლში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. მხარის გუბერნატორი მოადგილესთან ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზაურ ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - სადახლოს, დამია–გეურარხის, ქვემო სარალის, ზემო სარალის, კაჩაგანისა და კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში, გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელა მოგვარების გზებზე. გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით. დღესვე, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა სოფელ კაჩაგანსა და სოფელ ხანჯიგაზლოში. პროექტის ფარგლებში სოფელ კაჩაგანში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაიგო 1140 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულებამ შეადგინა 295 157 ლარი. სოფელ ხანჯიგაზლოში კი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაიგო 530 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულებამ შეადგინა 118 841 ლარი. მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან, გუბერნატორის გაცნობითი შეხვედრები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/202...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა ი...
Municipality of Marneuli
შეხვედრა შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მერი „მარნეული ტვ“ ის პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
Municipality of Marneuli
აქცია მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში
Municipality of Marneuli
შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
Municipality of Marneuli