მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება
დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გუბერნიისა და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ, უწყების წარმომადგენლებისგან, პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზერბაიჯანულ კომპანია ,,Akelik Group ‘’ -ს შორის მოეწერა. ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტ რუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” განახორციელებს. კომპანია 2011 წლის მაისში შეიქმნა. მის ძირითად საქმიანობას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, მელიორაცია, ჰიდრავლიკური სტრუქტურების, ასევე, ხიდებისა და გზების მშენებლობა წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია საკმაოდ ფართო გამოცდილებას ფლობს მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/210...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალ...
Municipality of Marneuli
წყალმომარაგებისა და წყალარინების საჯარო განხილვა მარნეულში
Municipality of Marneuli
ზაურ დარგალი ამომრჩეველს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მარნე...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
პროექტის საჯარო განხილვა მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს...
United Water Supply Company Of Georgia
მე-6 ტრანშის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა...
United Water Supply Company Of Georgia