სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია მარნეულში

31.03.2016

სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია მარნეულში სპორტულ კომპლექსს ათა ჰოლდინგის დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობები. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. ვრცლად იხილეთ (ოფიციალური ვებგვერდი): ვრცლად იხილეთ: http://marneuli.ge/index.php/%E1%83%9... ვრცლად იხილეთ (ოფიციალური სოციალური ქსელი): https://www.facebook.com/media/set/?s...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქართული დელეგაციები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე
03:30

ქართული დელეგაციები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები ხელბურთში.
01:28

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები ხელბურთში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ფინალური თამაშები 27.07.16
04:10

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ფინალური თამაშები 27.07.1...

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები ხელბურთში
01:00

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები ხელბურთში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი გამოვლინდა
00:56

მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი გამოვლინდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი!
04:24

მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი!

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

\"მხიარული სტარტები\" - სოფიო ახმეტელი
00:41

"მხიარული სტარტები" - სოფიო ახმეტელი

Telavi municipality

იმერეთში \"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016\" დასრულებულია /MTAVARI/
02:46

იმერეთში "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016" დასრულებულია /MTA...

Mega TV - ტელეკომპანია მეგა

ყველა ვიდეო