მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი გამოვლინდა
2016 წლის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხელბურთის დარბაზში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატის ფინალური თამაში. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები. გუნდებს თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისთვის. I ადგილი დაიკავა და „მხიარული სტარტების“ თბილისის ჩემპიონი გახდა N130-ე საჯარო სკოლა 35 ქულით, II ადგილი 26 ქულით N153-ე სკოლამ დაიკავა, III ადგილზე კი 21 ქულით N166-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული (N130-ე საჯარო სკოლის) გუნდი თბილისის სახელით მონაწილეობას მიიღებს მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ თამაშებში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო ადგილობრივ დონეზე მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით. #სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2016 20.11.2016
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-ის სხვა ვიდეოები
00:56
მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი გამოვლინდა
04:24
მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი!
03:30
ქართული დელეგაციები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე
00:51
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში (ხორვატია, ქ....
01:18
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები სასკოლო...
04:29
მხიარული სტარტების ნახევარფინალური თამაში II
05:01
მხიარული სტარტების ნახევარფინალური თამაში III
04:17
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე
მსგავსი ვიდეოები
მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი!
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
მხიარული სტარტები - 12 ივლისი, 2014
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მხიარული სტარტების მეოთხედფინალური ეტაპი
msy georgia
მხიარული სტარტების ნახევარფინალური თამაში II
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
მხიარული სტარტების ნახევარფინალური თამაში III
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
მხიარული სტარტების ფინალი
guriatv
ხონში მხიარული სტარტების ფინალური ტურნირი და ფოტოკონკურსის დ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა