მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონი!


2016 წლის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხელბურთის დარბაზში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატის ფინალური თამაში. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები. გუნდებს თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისთვის. I ადგილი დაიკავა და „მხიარული სტარტების“ თბილისის ჩემპიონი გახდა N130-ე საჯარო სკოლა 35 ქულით, II ადგილი 26 ქულით N153-ე სკოლამ დაიკავა, III ადგილზე კი 21 ქულით N166-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული (N130-ე საჯარო სკოლის) გუნდი თბილისის სახელით მონაწილეობას მიიღებს მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ თამაშებში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო ადგილობრივ დონეზე მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2016

ვიდეოები „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა"-ისგან