დამოუკიდებლობის დღე მარნეულში
26 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე წარმოდგენელი იყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებები და თემატური გამოფენები. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა. ღონისძიების ფარგლებში ამ დღისთვის სახელდახელოდ წარმოდგენილი თემატური პავილიონები მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, გუბერნატორის მოადგილესთან ერთად მოინახულეს და მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის უიბილე მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟდა ქართული პავილონი, სადაც გმოფენილი იყო ტრადიციული სამოსი, მოეწყო მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის და ანბანის კუთხეები, გაცოცხლდა ძველი თბილისის ქუჩა თავისი მახასიათებლებით. ასევე, მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენები, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის პავილიონი, შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების და მედეა ჭკადუას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენები. მარნეულის მერიის მიმდებარე სკვერში წარმოდგენილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა. ქ. მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერმა კი ანსამბლ „სი–მი“–ს კლასიკური მუსიკის კონცერტს უმასპინძლა. კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში განთავსდა საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები), ბაღების სივრცე, SMART PHOTO–ს ჯიხური, ფოტოგრაფიის კუთხე, სახალისო ფოტოები (იმიტირებული ფოტო-ატელიე), ორგანიზაცია “dream partners”-მა ბავშვებისთვის წარმოადგინა გასართობი პროგრამა, ასევე გამოიყო მოლაშქრეთა კუთხე, ქუჩის თოჯინების თეატრი მოზარდების წინაშე მინი-სპექტაკლით წარსდგა, ასევე მოეწყო სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. სპეციალურად ამ დღეს კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა, გუბერნატორის მოადგილესთნა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მუხის ხის ნერგი დარგო. წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან #26მაისი #ესდღეჩვენია #ქვემოქართლი2018 ვრცლად 26 მაისთან დაკაშირებული ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://events.gov.ge/ ( 100-ზე მეტ ქალაქში დაგეგმილი 300-ზე მეტი ღონისძიების კალენდარი).
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში (Temur Abazov)
Temur Abazov
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Municipality of Marneuli
მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 05 201...
Municipality of Marneuli
მარნეულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
Municipality of Marneuli
მარნეულში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღინიშნა
Municipality of Marneuli
Marneulidə Müstəqillik Günü qeyd olundu/მარნეულში დამოუკიდებ...
MarneuliFM Community radio
მარნეულში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
Municipality of Marneuli
დამოუკიდებლობის დღე
oto gvritishvili