მარნეულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
მარნეულში, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. დილიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის წინ, თემატური პავილიონები მოეწყო, სადაც გამოიფინა მარნეულში მცხოვრები ომში დაღუპული გმირებისა და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო მასალა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850–ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მოეწყო თემატური ფოტო გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი დეკორატიული ხის ფოთლებზე შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეწერათ ვეფხისტყაოსნის სტრიქონები, რომელიც ამ დღის ისტორიად დარჩება მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღევანდელი დღის მისალოცად, მუნიციპალიტეტს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან ერთად ეწვია, რომელსაც მასპინძლობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაუწიეს. #26მაისი #ესდღეჩვენია #რუსთაველი850 #ქვემოქართლი2017 #მარნეული26მაისი2017
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღინიშნა
Municipality of Marneuli
Marneulidə Müstəqillik Günü qeyd olundu/მარნეულში დამოუკიდებ...
MarneuliFM Community radio
მარნეულში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
Municipality of Marneuli
მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 05 201...
Municipality of Marneuli
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში (Temur Abazov)
Temur Abazov
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Municipality of Marneuli
დამოუკიდებლობის დღე მარნეულში
Municipality of Marneuli
მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...
Municipality of Marneuli