იუსტიციის სამინისტროს განცხადება


პრეზიდენტს ამ დრომდე არ განუცხადებია, რას პასუხობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართვას, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც აცხადებდა, რომ მზად იყო შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან