იუსტიციის სამინისტროს განცხადება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2015 წელს დაწყებული მოლაპარაკებები დაასრულა. საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
Ministry of Justice of Georgia