29 მაისს, იუსტიციის სამინიტროს თბილისის 212-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ პრეზენტაციაზე უწყებაში მიმდინარე პროექტებს გაეცვნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ დღეს ფოტოკონკურსიც გამოაცხადა. 2011 წლის ნომებრიდან პროექტ „ჩვენი საზოგადოების\" ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს თბილსის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირაში ორჯერ სტუმრობენ. ისინი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მიმდინარე სიახლეებს ეცნობიან, ისმენენ პრეზენტაციებს სამინისტროში მიმდინარე მათთის საინტერესო პროექტებზე, ხვდებიან იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებს. ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა კი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე\", პროექტის გვერდზე თავსდება.
იუსტიციის სამინისტრო პროექტ „ჩვენი საზოგადოების\" ფარგლებში ყველაზე პოპულარული ფოტოს გამოვლენას იწყებს. მასში მონაწილოების შესაძლებლობა ეძლევა თბილისისა და რეგიონების 115 სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლეს, ყველას ვინც ამ პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა იუსტიციის სამინისტროს ან ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლებს. პროექტი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, ყველაზე პოპულარული ფოტოსახეები კი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ისინი საჩუქრად მიიღებენ არქივისა და მუზეუმების ბილეთებს, შეძლებენ იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებში ჩართვასა და მათში აქტიურ მონაწილეობას.
„ჩვენი საზოგადოების\" ფოტომასალის ნახვა და სასურველი ფოტოსათვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე http://www.facebook.com/sazogadoeba.