შრომის კოდექსის განხილვა
ქალთა უფლებების კუთხით, კანონდმდებლობაში შესატანი ცვლილებები, სიახლეები დეკრეტული შვებულებების კუთხით, ორსული ქალის დაცვის მექანიზმები დამსაქმებლის მხრიდან.. სასტუმრო ქორთიართ მერიოტში შრომის კოდექსის ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო, პროფესიული კავშირებისა თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელება. შეხვედრას გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის იურისტი, რუსუდან ყაზიშვილი, თავად იყო ჩართული იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელიც არასამთავრობო სექტორმა სამინისტროს შრომის კოდექსის მეორე ტალღაზე მუშაობისას წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ პროექტში რეკომენდაციათა უმეტესობა, სწორედ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერაა დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის პირველი ტალღა 2013 წლის 4 ივლისს დასრულდა. მისი ამოქმედებისთანავე, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ განხორციელდება ცვლილებების მეორე ეტაპი, რომელიც ქალთა უფლებების დარეგულირებისაკენ იქნებოდა მიმართული. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს დასავლურ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დააახლოებს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
შრომის კოდექსის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომის კოდექსის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომის კოდექსის განხილვა
TV IMEDI
დისკუსია შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომის კოდექსის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის კოდექსის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის კოდექსის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster