კონფერენცია შრომის კოდექსზე
სასტუმრო „ამბასადორში", შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ, ორგანიზებული შეხვედრა შედგა. შეხვედრას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია დაჩქარებული წესით დაიგეგმა. როგორც გაერთიანებული პროფკავშირები ამბობენ, მიზეზი შრომის კოდექსის პროექტში, მეორე მოსმენის შემდეგ, ბოლო დღეებში შეტანილი ცვლილებები გახდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წწარმომადგენლები ამბობენ, ამჟამინდელი პროექტი, არსებული კანონისაგან დიდად არ განსხვავდება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელი ქალთა უფლებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაპირებების მიუხედავად, პროექტში გენდერული საკითხების გათვალისწინება, არ მოხდა. შეხვედრის დასრულებისას მონაწილეებმა პეტიციის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს. დოკუმენტი მომზადების შემდეგ, კანცელარიაში, პრემიერ მინისტრის სახელზე შევა. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
კონფერენცია შრომის უსაფრთხოებაზე
Business Media Georgia
ვინ უნდა აკონტროლებდეს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას?
რადიო თავისუფლება
კონფერენცია შრომით უფლებებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომის უფლებები - ადამიანის უფლებები
რადიო თავისუფლება
„შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster