საერთაშორისო კონფერენცია

07.09.2018 01:34

„შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ - „ქართული ოცნების“ მასპინძლობით „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებს, შრომის პერსპექტივებსა და უმუშევრობას ეძღვნება, სიტყვით პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვლენ. კონფერენცია წარმომადგენლობითია და მას თითქმის ყველა კონტინენტიდან ესწრება დელეგაცია.
„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს 120-მდე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს. მას ამჟამად ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი ხელმძღვანელობს.
კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania